воскресенье, 26 октября 2014 г.

ტრენინგის მესამე დღეს ვისწავლე შეფასების რუბრიკა  სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების ფორმების გამოენება .განვიხილეთ  ზოგადი თემატური,  შინაარსობრივი  კითხვები.ჩამოვტვითეთ და ვისაუბრეთ 21 სკ-ის უნარ ჩვევების სიტყვებზე.  ვისაუბრეთ  21-  ე  საუკუნის  ბლუმის  ტაქსონომიაზე.



суббота, 25 октября 2014 г.

ტრენინგის  I-II დღე

     ამ ტრენინგს დიდი მოლოდინით ველოდებოდი რადგან  პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია  თანამედროვე სწავლებისათვის.   და მართლაც მოლოდინმა გაამართლა, ეს ტრენინგი დამეხმარება რომ პროექტებით სწავლება გავხადო საინტერესო , და გავიღრმავო ცოდნა სხვადასხვა აქტივობებში და  ჩემი ცოდნა გამოვიყენო სასკოლო პრაქტიკაში.
 ტრენინგის პირველ დღეს  მომეწონა ელექტრონული წიგნით  tpdc.ge/essentials/ -ში მუშაობა, რაც სიახლე იყო ჩემთვის.  მომეწონა წიგნში ნავიგაციის სისტემა, ძალიან მარტივია. 
მოდულებსაც გავეცანით, 
დავათვალიეერეთ მზა რესურსები,
 ვისაუბრეთ პროექტებზე, და გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პირველი მონახაზები.
  21 საუკუნის უნარებზე ვისაუბრეთ თუმცა შსო-ს ტრენინგიდან ეს უნარები უკვე ვიცოდი)))).
   შევქმენი საქაღალდეები სადაც ჩავალაგებ ჩემს ნაშრომებს-ეს სტრუქტურაც მომეწონა.
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, ვისაუბრეთ რას მოითხოვს კარგი პროექტი.
მეორე დღეს შევქმენი ბლოგი, ბლოგის შექმნა ძალიან მაინტერესებდა.
  დავგეგმეთ პუბლიკაციები (ბუკლეტი). 
გავიხსენეთ საოფისე პროგრამა ,,ვორდში " მუშაობა, რაც დამეხმარება ბუკლეტის დამზადებაში. 
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.